Thursday, April 20, 2017

gulis manki

გულის მანკი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც შეიძლება უსიმპტომოდ განვითარდეს. „გულის თანდაყოლილი მანკები მეტად გავრცელებული გახლავთ. სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, ცოცხლადშობილთა 0,7-1,7%-ს გულის თანდაყოლილი მანკი აღენიშნება. ამათგან მკურნალობის გარეშე 14-22% – სიცოცხლის პირველი კვირის, 19-17% – პირველი თვის, ხოლო 30-80% – პირველი წლის განმავლობაში კვდება. ამდენად, გულის მანკი ძალზე საყურადღებო დაავადება გახლავთ, რომელსაც დროული გამოვლენა და მკურნალობა სჭირდება,“ – აღნიშნა „ამბიონთან“ საუბრისას ექიმმა კარდიოლოგმა ნათია ნათელაშვილმა, რომელსაც დაავადების შესახებ ვესაუბრეთ:
“გულის მანკი არის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს გულის სარქვლოვანი აპარატის – სარქვლის აფრების, ფიბროზული რგოლის, ქორდების ან დვრილოვანი კუნთების – ანატომიური აგებულების ან ფუნქციის ცვლილება, რაც გულში ჰემოდინამიკის – სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს.
გულის შეძენილი მანკების ყველაზე ხშირი მიზეზია რევმატიზმი, იშვიათად – გახანგრძლივებული სეფსისური ენდოკარდიტი, ათეროსკლეროზი, სიფილისი. გულის მანკების განვითარება შესაძლებელია გამოწვეული იყოს საკნებს შორის ხვრელის შევიწროებით ან სარქვლების ნაკლოვანებით.

No comments:

Post a Comment