Thursday, April 20, 2017

gulis ishemiuri daavadeba

როგორც უკვე არაერთხელ გვითქვამს, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებმა კარგა ხანია დაიმკვიდრეს #1 ქილერის სახელი და სავარაუდოდ, ამ პიედესტალიდან კიდევ კარგა ხანს არ ჩამოვლენ. არც ერთი სხვა დაავადება ასე ხშირად არ იწვევს ნაადრევ სიკვდილს, როგორც ის. ჯანმრთელობის 
მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ მიზეზით ყოველწლიურად ათობით მილიონი ადამიანი იღუპება, რაც სიკვდილიანობის საერთო რიცხვის მესამედია. აქედან 82% საშუალო და დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებზე მოდის, თუმცა რიცხვები არც განვითარებულ ქვეყნებშია სანუგეშო: სტატისტიკოსებმა და კლინიცისტებმა გამოთვალეს, რომ 2030 წლისთვის 23.6 მილიონი კაცი გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით (უმთავრესად – ინსულტით და გულის დაზიანებით) გარდაიცვლება.
ამას იმისთვის არ გეუბნებით, რომ შიშის ზარი დაგცეთ. ყველაზე საგულისხმო ის არის, რომ მსოფლიოს ყველა ექსპერტს მიაჩნია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის თავიდან აცილება ათიდან რვა შემთხვევაში შესაძლებელია. ამ 80%-ის არსებობა მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების შედეგია

No comments:

Post a Comment