გულის ანატომია
გული ადამიანის უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელიც სისხლის მიმოქცევას მთელ ორგანიზმში უზრუნველყოფს. გულის ფუნქციის მკვეთრ დაქვეითებას იწვევს იმ პათოლოგიათა ერთობლიობა რომელსაც გულის მანკებს უწოდებენ. იმისათვის. რომ სწორად აღვიქვათ, რას წარმოადგენს გულის მანკი, უნდა აღვნიშნოთ გულის ანატომიური აგებულება: გული ღრუ ორგანოა, რომელიც 4 საკანისგან შედგება: მარჯვენა წინაგული, მარცხენა წინაგული, მარჯვენა პარკუჭი, მარცხენა პარკუჭი. წინაგულები ერთმანეთისგან გამიჯნულია წინაგულთაშუა ძგიდით, პარკუჭები პარკუჭთაშუა ძგიდით, მარჯვენა წინაგულიდან სისხლი გადადის მარჯვენა პარკუჭში სამკარიანი (ტრიკუსპიდური) სარქველის საშუალებით, მარცხენა წინაგულიდან მარცხენა პარკუჭში ორკარიანი (მიტრალური) სარქველის საშუალებით. .
გამომწვევი მიზეზები
გულის თანდაყოლილი მანკის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასახელება შეუძლებელია, თუმცა არსებობს რისკ-ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ მის განვითარებას: ორსულთა პათოლოგიები, ორსულობისას გადატანილი ვირუსული დაავადებები: წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, მედიკამენტებით ან სხვა ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლა და ა. შ.
გულის შეძენილი მანკების უხშირესი მიზეზია რევმატიული დაავადება, აგრეთვე ათეროსკლეროზული დაზიანება, გახანგრძლივებული ანთებითი დაავადებები, სიფილისი და სხვა.
No comments:
Post a Comment